четверг, 20 июня 2013 г.

პროექტი: კანონზომიერების აღმოჩენა

1.      პროექტის სახელწოდება: ასახვა ერთი სიმრავლიდან მეორეში
2.      პროექტის მთავარი იდეა: ორ სიმრავლეს შორის შესაბამისობისას კანონზომიერების აღმოჩენა.
3.      პროექტის აქტუალობა: კანონზომიერების ამოცნობის და მისი განზოგადების უნარის განვითარება.
4.      პროექტის მიზანი: მთელმაჩვენებლიანი ხარისხების თვისებების დემონსტრირება მაგალითებზე.კერძოდ,ერთნიშნა რიცხვის თანმიმდევრული ხარისხების განხილვისას ერთეულების თანრიგში ციფრთა პერიოდულად განმეორება.
5.      მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
6.      ვადები/ხანგრძლივობა: 1კვირა.
7.      მოსალოდნელი შედეგები:მოცემული ხარისხების განხილვის შემდგომ მოსწავლეები შეამჩნევენ,რომ 2-ის ნებისმიერი ნატურალური ხარისხის ათობითი ჩანაწერი შეიძლება ბოლოვდებოდეს 2,4,8 ან 6-ით.ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ მოსწავლეები შეამჩნევენ კანონზომიერებებს:
თუ ხარისხის მაჩვენებლის 4-ზე გაყოფისას ნაშთია 1, მაშინ 2-ის ხარისხი ბოლოვდება 1-ით;
თუ ხარისხის მაჩვენებლის 4-ზე გაყოფისას ნაშთია 2, მაშინ 2-ის ხარისხი ბოლოვდება 4-ით;
თუ ხარისხის მაჩვენებლის 4-ზე გაყოფისას ნაშთია 3, მაშინ 2-ის ხარისხი ბოლოვდება 8-ით;
თუ ხარისხის მაჩვენებელი 4-ის ჯერადია, მაშინ 2-ის ხარისხი ბოლოვდება 6-ით.
8.      პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი.
9.      პროექტის მსვლელობა:
10.  საგნებთან კავშირი: მათემატიკა; ისტ.
11.  პროექტის ხელმძღვანელი: მარინე წიკლაური.
12.  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:marinewiklauri.1960@gmail.com
13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: marinematematika.blogspot.com

среда, 19 июня 2013 г.

კოსინუსების თეორემა

სამკუთხედის ნებისმიერი გვერდის კვადრატი ტოლია დანარჩენი ორი გვერდის კვადრატების ჯამს გამოკლებული ამ გვერდებისა და მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსის გაორკეცებული ნამრავლი.

AB2 =AC2 +BC2 -2AB.BC.COSC

სამკუთხედების კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით

სამკუთხედები კუთხეების მიხედვით იყოფა სამ კლასად: ბლაგვკუთხა, მართკუთხა და მახვილკუთხა.
ბლაგვკუთხაა სამკუთხედი თუ მას ააქვს ერთი ბლაგვი კუთხე.
მართკუთხაა სამკუთხედი თუ მას ააქვს ერთი მართი კუთხე.
მახვილკუთხაა სამკუთხედი თუ მას ააქვს სამივე კუთხე მახვილი.